ძლიერმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა (ფოტო)

კახეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარეები და სანიაღვრე არხები ადიდდა, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი. ლაგოდეხის სოფელ ჰერეთიკარიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან – ანაგიდან, ვაქირიდან და მაღაროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 6 შეტყობინება შევიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სოფელ ვაქირში, ხევის ადიდების გამო, 4 ავტომანქანა ჩარჩა წყალში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ 6 მოქალაქე გამოყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები