„თბილისის ცის ​ქვეშ“ – ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

22 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ორკესტრი თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ვაგნერის ნაწარმოებს – „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ შეასრულებს.
140-წლიანი ისტორიის მქონე „სვეელინკ ორკესტრი“, რომელიც 100-მდე სტუდენტს აერთიანებს, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა.
„ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.
ვაგნერის ზემოაღნიშნული ნაწარმოები საქართველოში პირველად შესრულდება. ამასთანავე, ნიდერლანდების ორკესტრი მსმენელისთვის რამდენიმე ქართულ ნაწარმოებსაც შეასრულებს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები