ცოტნე ზურაბიანი: თუ ასეთი განსხვავებული პოზიციები არსებობდა ჭიჭინაძესა და პარტიას შორის, ამდენი ხანი თავად უნდა წასულიყო

“ქართული ოცნების” წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოტნე ზურაბიანი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვას ადეკვატურ გადაწყვეტილებად აფასებს.
მისივე თქმით, ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ პიროვნული შეურაცხყოფა მიუღებელია.
„პოზიცია ცალსახაა – განსხვავებული აზრები და ზოგადად, კრიტიკა ნამდვილად არ აკლია ჩვენს გუნდს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია ზღვარზე – ერთია, გამოხატო შენი აზრი, თუნდაც სხვებისთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ მეორეა, პიროვნული შეურაცხყოფა და ის ქმედებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ბატონი დავითისგან ჩვენ ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, გუნდის წევრობა პასუხისმგებლობაცაა, ჩემი აზრით და თუკი ასეთი მიუღებლობაა და ასეთი პრინციპულად, დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები არსებობდა, ამდენი ხანი თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება უმრავლესობიდან და ზოგადად, პარტიიდან გასვლის შესახებ.
თუ დააკვირდებით, ბოლო კვირაში შეინიშნება მისი გააქტიურება, რაც აქამდე მე არ მინახავს და აქ იკარგება სწორედ გულწრფელობა.
რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური! ამასთან ერთად, უნდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან მსიამოვნებს და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯანსაღ კრიტიკაში შემოდიან და ჩვენ ამისი შესაძლებლობა მაქსიმალურად გვეძლევა. ასე რომ, მისი მხრიდან გამოყენებული ეპითეტები, რასაც მე არ გავიმეორებ ნამდვილად, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები