თეა წულუკიანი: OGP-ის თბილისის რეზოლუცია პარტნიორ ქვეყნებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაამახსოვრდება

„ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე ჩვენ მივიღეთ თბილისის რეზოლუცია, რომელშიც პირველად იქნა შეტანილი 2 საკითხი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულს დაერქმევა თბილისის ნორმები და ამით პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარეები იხელმძღვანელებენ.
„პირველი − ეს არის, რომ ღია მმართველობაში მოვიაზროთ არა მხოლოდ მთავრობები, არამედ პარლამენტები, სასამართლო და მუნიციპალიტეტები. საქართველო არის წარმატებული მაგალითი იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი; მთავრობა; პარლამენტი; მართლმსაჯულება; ოზურგეთის, ზუგდიდის და სხვა მუნიციპალიტეტები არიან ჩართულნი პარტნიორობაში. ჩვენ მაგალითს ვაჩვენებთ სხვა ქვეყნებს და ეს გამოჩნდა თბილისის რეზოლუციით.
თბილისის რეზოლუციაში, ასევე, პირველად იქნა შეტანილი ქალთა და გოგონათა უფლებების შესახებ ჩანაწერი. მე მჯერა, რომ კანადა, რომელსაც ჩვენ გადავაბარებთ პარტნიორობის თავმჯდომარეობას, დიდ ყურადღებას დაუთმობს, რადგან ქალთა და გოგონათა უფლებები კანადისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ორი საკითხით თბილისის რეზოლუცია OGP-ის წევრ ქვეყნებს ნამდვილად დაამახსოვრდებათ და ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები