თეა წულუკიანი მონტენეგროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონტენეგროს დელეგაციას, რომელიც საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება, შემდეგ თემებზე ესაუბრა: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კომერციული პალატები ბიზნესდავებისათვის; მედიაციის ინსტიტუტი და საარბიტრაჟო სისტემის განვითარება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად; ადამიანის უფლებების დაცვისათვის გატარებულ რეფორმები; სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელი, რომელიც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ხორციელდება. „OGP”-ის ფორმაში მიმდინარე რეფორმები.
70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები თბილისში 16 ივლისიდან იმყოფებიან, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. OGP-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრია.
თეა წულუკიანი, როგორც მსოფლიო სამიტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე შეხვდა ინდონეზიის, კანადის, სომხეთის, არგენტინისა და ანტიგუა და ბარბუდას, რუმინეთის დელეგაციებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი თბილისში 18 ივლისიდან მიმდინარეობს და ის დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები