კახა კუჭავა: დავით ჭიჭინაძე სხვის მიერ დაგეგმილ თამაშს თამაშობს

„ჭიჭინაძე პარტიის და თანაგუნდელების დამცირებას უმსგავსო მეთოდებით ცდილობდა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ დავით ჭიჭინაძე სამდივნოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა. დეპუტატის თქმით, ჭიჭინაძეს შეეძლო თავად წასულიყო პარტიიდან, თუ „ქართული ოცნება“ მისთვის ასეთი მიუღებელი იყო.
„პარტიის გადაწყვეტილება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ რამდენად უმსგავსო მეთოდებით ცდილობდა ჭიჭინაძე პარტიის და თანაგუნდელების დამცირებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არა თუ ელოდა სამდივნოს ასეთ გადაწყვეტილებას, არამედ მაქსიმალურად ცდილობდა თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაეჩქარებინა ეს პროცესი. შეეძლო ღირსეულად თავად წასულიყო პარტიიდან თუ მისთვის „ქართული ოცნება“ ესეთი მიუღებელი იყო. ეს მე მიჩენს ეჭვებს, რომ ჭიჭინაძე სხვის მიერ დაგეგმილ თამაშს თამაშობს. მან წამოიწყო ის თამაში, რომლის მსხვერპლი თავად გახდა, მისდა სამწუხაროდ“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე.
ცნობისთვის, პარტია „გირჩმა“ დავით ჭიჭინაძეს მათთან გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, დეპუტატმა წინადადებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები