ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს

ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობა განსაზღვრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 180-მდე საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატები, „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოისმენენ.
რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, მომზადებულ დასკვნას გააცნობს კოლეგებს.
დეპუტატები, რიგგარეშე სესიის 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელებენ და წინა სხდომებზე განხილულ საკითხებს კენჭს უყრიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები