მარია ზახაროვა: “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინციდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია“, – განაცხადა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები