“გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს”

„პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა.
„ჩემს თავს იმის ღირსად არ ვთვლი, რომ გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ, პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გედევან ფოფხაძის ის განცხადება შეაფასა, სადაც ფოფხაძემ აღნიშნა, რომ რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები