სოფო კილაძე: გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ “ქართული ოცნება” კომკავშირია, პარტიის შეურაცხყოფაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიულ დისციპლინას არღვევდა და გუნდის წევრებისთვის შეურაცხყოფაც არაერთხელ მიუყენებია.
ხოლო რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” კომკავშირია, დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი რამ პარტიის შეურაცხყოფაა.
“ნებისმიერ განვითარებულ დასავლურ პარტიას, ყველას აქვს შიდაგანაწესი. დავით ჭიჭინაძე სამწუხაროდ არღვევდა პარტიულ დისციპლინას და არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია. ხოლო თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არის კომკავშირი, მე თუ ასე ვიფიქრებდი იქ ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ ეს მისი აზრია. მისი ეს განცხადება, მთელი პარტიის შეურაცხყოფა იყო.
„ქართულ ოცნებას“ არ ეკადრება, გუნდის წევრებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენონ. საზოგადოებას პარტიაში არსებული გასხვავებული აზრი არაერთხელ გაუგია, რაც ნორმალურია. პირადად მე, განსხვავებული აზრი დამიფიქსირებია, მაგრამ ამისთვის პარტიიდან არავის გავურიცხივარ. მთავარი, რაც არ გამიკეთებია, ისაა, რომ პარტიაში სხვა ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საფუძველი კრიტიკული აზრი არ იყო, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა, რაც დაუშვებელია”, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები