მარია ზახაროვა: დაინტერესებულნი ვართ, რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსული მხარე დაინტერესებულია იმით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს.
მისივე ინფორმაციით, ამ მხრივ რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“, -ამბობს მარია ზახაროვა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ცნობისათვის, ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური გზავნილი თბილისის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები