გია ვოლკსი: ჭიჭინაძე გუნდის წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ

„დავით ჭიჭინაძე გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა.
ამასთან გია ვოლსკი აცხადებს, რომ მისთვის პიროვნულად დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო.
„ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ ეხება, ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებში სტაბილურობა ნომერ პირველი ამოცანაა. დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ.
ადამიანი თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ეწოდება, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს.
„არაფერზე გავბრაზებულვარ. არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი გია ვოლსკიმაც მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები