ზაქარია ქუცნაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება ბატონი დავითი მონდომებული იყო რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან

„მრჩება შთაბეჭდილება ბატონი დავითი მონდომებული იყო რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“განცხადებები თუ შინაარსობრივად კრიტიკულია აქ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ მწვავე განცხადებები შინაარსობრივია, ზიანის მომტანი და არაეთიკურია აქ პრობლემას ვერც ვხედავ. სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება ბატონი დავითი მონდომებული იყო რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები