“ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს“

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სამართლისგან და კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს.

„თავის დროზე ოპოზიცია ამ კითხვებს სხვადასხვა ფორმით მართლაც სვამდა. როდესაც დღეს იგივე ან მსგავსი კითხვები, რასაც ადრე ოპოზიცია სვამდა, გამომძიებლებმა დასვეს, ახლა ოპოზიცია რაღაც ტიპის ანგარიშსწორებაზე თუ დევნაზე საუბრობს, რაც სულ მცირე, გასაკვირია. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ სამართლისგან და კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს.

„ჩვენ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, რაც არ უნდა იყოს ჩვენი სახელი და გვარი, რომელ პარტიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ და რომელ პოზიციაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ. ამიტომ თუ კითხვებია, ამ კითხვებს გამომძიებელი სვამს და შესაბამისი პირები პასუხობენ. ამჟამად, შესაძლოა, ეს იყოს ესა თუ ის პირი, მომავალში კი – სხვა“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ისინი ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები