თეა წულუკიანი: საქართველო OGP-ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველო თავისი რეფორმებით, ანგარიშვალდებული მთავრობით, პარლამენტით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 76 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

მისი თქმით, თბილისში სამიტის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს იმავე მასშტაბის გლობალური სამიტია, რომელიც საქართველომდე პარიზში გაიმართა.

მისი ინფორმაციით, თბილისის სამიტზე „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ხუთი ახალი წევრი სახელმწიფო იქნა მიღებული.

„თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი 2 200 დელეგატს მასპინძლობს. ეს იმავე მასშტაბის გლობალური სამიტია, რომელიც საქართველომდე პარიზში გაიმართა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსნის ღონისძიებაც კარგად ორგანიზებული იყო, რადგან ჩვენს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც ვუერთგულებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები