ზაზა გაბუნია პრეზიდენტს: კონსტიტუცია ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე უნდა დაგესახელებინათ, ასეთია პროცედურა და აქ ნება არაფერ შუაშია

“ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა 2016 წელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მისცა და ხალხის ნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ედს სწორედ “ქართული ოცნება” წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პირობებში კონსულტაციებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განახადა და დასძინა, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატი, პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ იყო.

„ყველა დასავლურ დემოკრატიაში, პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა შესთავაზებს. ამისთვის უბრალო უმრავლესობაც კი საკმარისი იქნებოდა, თუმცა აჭარის უზენაეს საბჭოში უმრავლესობა მისი შემადგენლობის 2/3-ია, რომელიც ერთ კანდიდატზე შეთანხმდა.

პრეზიდენტს დამატებითი კონსულტაციების გამართვა იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი უმრავლესობას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდა, ან ვერ ჩამოყალიბდებოდა ერთ კანდიდატზე.

მარგველაშვილის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით არის ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს მან გადაწყვიტა ეს საკითხი, არადა გადასაწყვეტი არაფერი იყო“,- აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები