„ისევ იმ ბუდეს მიაკითხეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია“ – ჭიჭინაძე ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე

თუ რაღაც დროებითი წყენები ჰქონდათ, მოსინჯებს თავიანთი ძალები დამოუკიდებლად, არაფერი გამოუვიდათ და ისევ იმ ბუდეს მიაკითხეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 10 ოპოზიციური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გრიგოლ ვაშაძის დასახელებას.

„შანსებს, ზოგადად, ტოტალიზატორები აფასებენ. არ მგონია ძალიან მაღალი შანსი ჰქონდეს ვაშაძეს. ერთ რამეს ვიტყვი, ჯერ დაშლა რა იყო მათი და ახლა გაერთიანება.

ისე აცხადებენ ამ პარტიებს, თითქოს, ათივეს ჰქონდეს ბარიერი გადალახული. 1 % არ აქვს, მგონი, გადალახული ერთად ყველას. მასე შეუძლია „ქართულ ოცნებას“, 115 დეპუტატი ვართ, 115 პარტიად დავიყოთ და გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი, 115 პარტიის გაერთიანებული კანდიდატი გვყავს.
„ევროპულმა საქართველომ“ და „ნაცმოძრაობამ“ რომ გამოაცხადეს საერთო კანდიდატი, როდის ჰყავდათ ცალ-ცალკე კანდიდატი? ყველა ერთად მიხეილ სააკაშვილმა მოიყვანა პარლამენტში. ეს ხალხი ყველა მოიყვანა სააკაშვილმა პოლიტიკაში. თუ რაღაც დროებითი წყენები ჰქონდათ, მოსინჯებს თავიანთი ძალები დამოუკიდებლად, არაფერი გამოუვიდათ და ისევ იმ ბუდეს მიაკითხეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ახალი გაერთიანება “ძალა ერთობაშია” შეიქმნა, რომელმაც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

“სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; “სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე; “ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; “ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე; “საქართველო ლიდერთა შორის” – მამუკა გამყრელიძე; “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”, – პაატა დავითაია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები