მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის ჩანაწერის შესაბამისად

პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის ჩანაწერის შესაბამისად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

“პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის იმ ჩანაწერის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძის კანდიდატურა წარმოადგინა. ის იმეორებს, რომ თითქოს მან შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა. ეს დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ იფიქრებდა, წარმოედგინა თუ არა მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეული მინისტრთა-კაბინეტი – ასეთ კაზუსთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები