“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გამართავს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გამართავს.
“კონსულტაციები გვექნება როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა. იქ უკვე, ალბათ, გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში მოგება. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია ჯერ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარვსდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატებზე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები