კახა კალაძე: მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ქალაქის მართვაში

“მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამომავლო გეგმები თბილისის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

“რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი დამოკიდებულია თბილისის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობაზე, საჯარო კონსულტაციებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. მხედველობაში მაქვს საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ავირჩიეთ ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ, ისინი გააკეთებენ ყველაფერს. ეს მიდგომა არის მცდარი. პირიქით, მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ქალაქის მართვაში და ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები