მამუკა ბახტაძე: ვაპირებთ დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები

“ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე.

„ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობით. ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები ამ მიმართულებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. გასულ კვირას პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები. ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამისთვის საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები