თორნიკე რიჟვაძე: კარგია, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ხალხის ნება

„კარგია, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ხალხის ნება“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს მალე წარუდგენს მინისტრთა კაბინეტს, ასევე იმ ხედვებს, რომელიც უპასუხებს აჭარაში არსებულ გამოწვევებს.

„კარგია, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ხალხის ნება. გვაქვს ძალიან დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, როგორც ეკონომიკის, ასევე მმართველობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და უახლოეს პერიოდში წარვადგენთ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შერჩეულია კვალიფიკაციით, გამოცდილებით და ვფიქრობ, ეს შემადგენლობა ადეკვატურად შეძლებს რეგიონის გამოწვევებზე გამკლავებასა და ხალხის მოლოდინების გამართლებას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად დღეს თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები