გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის პრემიერს უმასპინძლა

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სერბეთის პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ წარმატებაში მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების და ამ მხრივ დადებითად შეფასდა სერბეთის პრემიერის პირველი ვიზიტი საქართველოში. პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად სერბეთი საქართველოში საელჩოს გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რეგიონში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების გარემო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სერბეთის გამოცდილების გაზიარების საკითხი, სერბეთმა კი, თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა ამ პროცესში დახმარების თაობაზე. სერბეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მეგობრულ კავშირებს და გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ.
სერბული მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმებით, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები