“სამი გოჭიდან” საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში ვადაგასული სურსათი, თბილისში კი საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა გურჯაანში, ი/მ “თინა აბელაშვილის” მაღაზიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ მუჟუჟში მატლი აღმოაჩინა, მონიტორინგი ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაატარეს. მაღაზიაში “ორ ნაბიჯზე” მუჟუჟი დახლზე აღარ იყო, თუმცა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ამოიღეს ვადაგასული სურსათი – თევზის კონსერვები, ძეხვი, ქათმის შებოლილი ბარკალი ვაკუუმში, ხორციანი ბლინი, ვაფლის ტორტი, ბურბუშელა.
ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა. ასევე ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირებაც, მაგრამ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო გაიცა რეკომენდაციები. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ხორცის სარეალიზაციო მაღაზია “სამი გოჭიდან” ამოიღეს საეჭვო წარმომავლობის ხბოს ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ი/მ “მანანა კვიტაშვილი” 1000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები