ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის

ოდესაში განმეორებითი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეარხი „ობშჩესტვენნოე“ ავრცელებს.

მანამდე, აფეთქებების შესახებ ქალაქის მერმა, გენადი ტრუხანოვმა განაცხადა.

„ოდესაში განმეორებითი აფეთქებების ხმა ისმის“, – იუწყება „ობშჩესტვენნოე“ თავის Telegram-ის არხზე.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია სუმის ოლქის ქალაქ ბელოპოლიეში მომხდარი აფეთქების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები