მამუკა ბახტაძე: გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები და წინაპირობები, რომ საქართველო იქცეს რეგიონისთვის ჰაბად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტრანზიტულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, იტალიური საწარმოებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება ნიშნავს, რომ იტალიურ ბიზნესს საშუალება ექნება თავისი აქტივობა განავითაროს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. „საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ჩვენ ვართ მათთვის კარიბჭე. ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები და წინაპირობები, რომ საქართველო იქცეს რეგიონისთვის და განსაკუთრებით ამ 8 ქვეყნისთვის ჰაბად. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიური საწარმოებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ წვდომას საქართველოს 4 -მილიონიან ბაზარზე, ეს ნიშნავს გაცილებით მეტს. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიურ ბიზნესს საშუალება ექნება თავისი ბიზნესაქტივობა განავითაროს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იტალიიდან ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში. იცით, რომ ძალიან მსხვილი კომპანიები მონაწილეობენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აგრი ჯორჯია“ და „ფერერო“, რომელიც ამ სექტორის გლობალური ლიდერია“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები