გიორგი მარგველაშვილი ჰერმან ვან რომპეის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. გიორგი მარგველაშვილმა და ჰერმან ვან რომპეიმ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწეროს 27 მაისს და უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში.