მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო ოპოზიციას თადუმაძესთან შეხვედრის საშუალება ჰქონდა, მაგრამ არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ არ ისურვა
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გუშინ, 15 ივნისს, საპარლამენტო ოპოზიციას მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის საშუალება ჰქონდა, რაც მათ არ ისურვეს.
“გუშინ თქვენ გქონდათ საშუალება, რომ ბატონ შალვას შეხვედროდით. ისიც მზად იყო. ჩვენ კომუნიკაციაში ვიყავით, მაგრამ არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, ეს არ ისურვეთ, ხოლო დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილებს საუბრობთ“, – მიმართა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. მთავარი პროკურორის არჩევის საკითხის სესიაზე გატანამდე, თადუმაძის მოსმენა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში გაიმართა.