ზაზა გაბუნია: შალვა თადუმაძე პროკურატურის საქმიანობაში მაღალ სტანდარტს დააწესებს
„მიმუშავია შალვა თადუმაძესთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ, მაღალ სტანდარტს დააწესებს პროკურატურის საქმიანობაში“, – ამ სიტყვებით აფასებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევას.
“მიმუშავია ბატონ შალვასთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის არის მოწესრიგებული, დისციპლინირებული, სამართლებრივად განსწავლული და დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოებრივად საიმედო ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალ, მაღალ სტანდარტს დააწესებს პროკურატურის საქმიანობაში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.