ლევან გოგიჩაიშვილი შალვა თადუმაძეს: მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს გამოგივათ და ჩვენ ამ ყველაფერში მხარს დაგიჭერთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, შალვა თადუმაძეს მთავარ პროკურორად არჩევა მიულოცა.
გოგიჩაიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია რომ თადუმაძეს, რთული მისიის მიუხედავად, ეს აუცილებლად გამოუვა.
“მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატება შალვა თადუმაძეს, ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით საქართველოში იმ სტერეოტიპებში რაც თქვენ ისაუბრეთ, ძლიან რთულია 70 პლუს ის 20 წელი, ამ 90 წლის ჩამოყალიბებული შეხედულება ამ ინსტიტუტზე შეიცვალოს მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი და ჩვენი როლიც ამაში დიდი უნდა იყოს, პარლამენტის იმიტომ რომ საზოგადოებაში პროკურორი და პროკურატურა უნდა იყოს იმ საერთო სახალხო სიკეთის დამცველად და დასაცავად ასოცირებული და ადამიანების ფასეულობებთან ასოცირებული და იმ ადამიანების მეგობრად უნდა აღიქმებოდეს რომლებიც სამართალს ეძებენ და პროკურორი ყოველთვის წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს და შესაბამისად იმ სიკეთეების დამცველად და ფასეულობების დამცველად გამოდის სასამართლოში რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდი მისიაა, ძალიან რთული მისიაა და მე დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ ეს გამოგივათ და ჩვენ ამ ყველაფერში მხარს დაგიჭერთ”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.