გიორგი ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის შნურიანი ტელეფონია, რომელიც 21-ე საუკუნეში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჯდება

0

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის შნურიანი ტელეფონია, რომელიც 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ და საინფორმაციო ცოდნის საზოგადოებაში ვერაფრით გაგვიძღვება წინ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც 21-ე საუკუნეში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჯდება. ის ტექნოლოგიურ და საინფორმაციო ცოდნის საზოგადოებაში ვერაფრით გაგვიძღვება წინ. აქედან გამომდინარე, თუ ამ არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათი წაგების არჩევანი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი, შესაძლოა, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი