ეუთო-ს სივრცეში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, საქართველოს დელეგაციამ ღონისძიება გამართა

ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR)-ის დირექტორთან, ინგიბორგ გისლადოტირთან ერთად, ეუთო-ს რეგიონში საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარადგინა. ქაცარავამ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების პროცესზე და რეგლამენტის ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის განხილვაც პარლამენტში ამ დღეებში მიმდინარებს. მომხსენებელმა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფრებას შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე ისაუბრა.
„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას გულისხმობს, რაც ერთ-ერთ მთავარ საპარლამენტო პრიორიტეტსა და დემოკრატიული განვითარების მაგალითს წარმოადგენს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ გისლადოტირმა გამოთქვეს. ღონისძიების თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, მალტის და პოლონეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები