ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი-ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი-ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ეწყობა 2 კილომეტრამდე სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

„ოზურგეთის განვითარების გეგმის შესაბამისად, განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას. შემოქმედი-ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 1 143 069 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები