შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით თ.ნ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი, შემდგომში რეალიზაციის მიზნით უკანონოდ გაჩეხა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, რომელსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა.
გამოძიება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.