ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა ქვიქთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს. მათი შეფასებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, ამ მიმართულებით, საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურება და გაღრმავებაა.
ირაკლი კობახიძემ შვედეთის მთავრობას მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართველი ერი განსაკუთრებულად აფასებს იმ წვლილს, რომელიც შვედეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებაში შეაქვს.
მარტინა ქვიქის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შვედეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ასევე, ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და შვედეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ მარტინა ქვიქს საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები