სამეგრელოში ნასვამმა მამაკაცმა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო, საკუთარი მანქანა დაწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მოქალაქემ საკუთარი ავტომანქანა დაწვა. მამაკაცი, ქმედების მიზეზად, მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ასახელებს.
„კვირას“ ინფორმაციით, 40-დან 45 წლამდე ასაკის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, „ვოლკსვაგენის“ ფირმის ავტომობილს, სავარაუდოდ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები