ხათუნა გოგალაძე: როგორ იზრდება სამინისტროების გაერთიანებით ეფექტიანობა – აქ კითხვები მიჩნდება

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ხათუნა გოგალაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც გოგალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა ერთ სივრცეში, ერთ სამინისტროში ბევრი მიმართულება მოიყრის თავს, სამინისტროს ეფექტიანობა ვერ გაუმჯობესდება და ამან, შესაძლოა, ბიუროკრატიის გაზრდა გამოიწვიოს.
“რა არის ჩვენი ამოცანა – ეს უნდა განისაზღვროს. არა მგონია, ხელისუფლებას უნდოდეს ის, რომ მთავარი ამოცანა იყოს სამინისტროების რაოდენობა. პრემიერმა თქვა, რომ ეფექტიანობა გაიზრდება. ე.ი მიზანია, რომ გავზარდოთ ეფექტიანობა. თუმცა, როგორ იზრდება ამით ეფექტიანობა – აქ მე პირადად, კითხვები მიჩნდება, იმიტომ, რომ ყველანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება ზედა დონეებზე, მინისტრის მოადგილეების და ხშირ შემთხვევაში მინისტრის დონეზე, ძალიან იშვიათადაა, რომ დეპარტამენტის უფროსები, ან კიდევ უფრო ქვემოთ, გადაწყვეტილებას იღებდნენ და გარკვეულ რისკს სწევდნენ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, როცა ერთ სივრცეში, ერთ სამინისტროში ბევრი მიმართულება თავს მოიყრის, მგონია, რომ სამინისტროში ეფექტიანობას ამით ვერ გავაუმჯობესებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიოროკრატიის გაზრდა“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ცნობილია, რომ მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები