გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდაოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა

,,და კიდევ ერთხელ!
საქმე მარტო იმაში კი არაა, თუ რატომ არ გამოიყვანეს ხალხი გარდაუვალი განსაცდელის ზონიდან ინტერვენციამდე, არამედ არგამოყვანის  ახსნაა მთავარი – “ვერ გავაფრთხილეთო” და მორჩა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდაოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა.

,,არ მორჩა! ამასთან დაკავშირებულ მთავარ შეკითხვას არ სცემენ პასუხს – რატომ აცხადებდნენ საგარეო საქმეთა და სახელმწიფი მინისტრები 4, 6 და 8 აგვისტოს დილამდე რომ ინტერვენცია არაა მოსალოდნელი? რატომ უბრძანეს უწყებებს არ გამოსულიყვნენ? რატომ გვაჯერებდნენ, რომ მოსკოვი გაოცებულია სეპარატისტების პროვოკაციების გამო? შესაბამისად არც აგვისტოს დასაწყისში, ინტენსიური სროლების დროს და არც შემდგომ, არ ატეხეს განგაში, არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრების მოთხოვნით!

ჯერ 9 აგვისტოს ბრძანებულებაში მიუთითა სააკაშვილმა, რომ შემოჭრა 8 აგვისტოს მოხდა, ხოლო ოქტომბერში კი ოფიციალურად მოაწერა ხელი იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა!

ან სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იყვნენ, რაც გამორიცხულია, ან განზრახ ჩაიდინეს დანაშაული.

გამაოგნებლად ცინიკურია ამის განმარტებაც – არ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ომისთვის ვემზადებოდითო! დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან იყო დაზვერვის წერილობითი შეტყობინება ინტერვენციის მზადებაზე. ან რა დაზვერვა სჭირდებოდა შემოჭრის გარდუვალობას თუკი სარაკეტო შეტევას დაიწყებდი, თანაც გადაიღებდი და იმავე ღამეს მთელ მსოფლიოს მოსდებდი ამ ამბავს.

და ბოლოს, მთავარი კითხვა – რა კონსპირაციულმა გეგმამ იმოქმედა ასეთი გარემოების შექმნაზე?!
ან რა ნამუსით ეფარებიან ბრძოლის ველზე დაცემული და მიტოვებული სამხედროების გმირობას?! კიდევ კარგი მოვედით და საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ, თორემ ჩვენი ჯარიც დამნაშაცედ ჰყავდათ გამოცხადებული!

რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდაოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად საქართველომ!

სად დაიწერა სცენარი? ეს შეკითხვა რჩება ღიად. ან იქნებ ორი სცენარი დაიწერა და სააკაშვილი ორივეს მოერგო?…”,- წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები