ეკა ბესელია ხოშტარიას: რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ პასუხი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა, რეგლამენტის და რეკომენდაციების განხილვის საკითხმა გამოიწვია.
კომისიის წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დროებითი კომისიის მხრიდან რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე პრინციპულად არასწორია.
“მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პოზიცია მქონდეს როცა ყველა პირის დაკითხვას მოვისმენ და ყველა მასალას გავაანალიზებ, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული რეკომენდაციის დასმა, პრინციპულად არასწორია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, თუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გადის იმაზე, რომ შეფასებებს აკეთებენ ბოლოს, როდესაც უსმენენ ყველა მოწმეს, ყველა პირს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება აქვს საქმესთან, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ღიად დარჩენილი საკითხია, რომ საქმის პროკურორს, გამომძიებლებს იმ პირებს პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს – ამაზე თვალს არ დახუჭავენ. მაგრამ რაც შეეხება წესებს და პროცედურებს, მე მესმის, რომ თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს წესების დაცვა- მაგრამ კომისია უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში. ქალბატონო ელენე, თქვენ რომ არ მიგაჩნიათ ამაზე საუბარი რელევანტურად და არ გაინტერესებთ, ეს პრობლემაა. აუცილებელია, პარლამენტის წევრი ამ წესებს იცავდეს. რომ არ იცავდით, როცა ხელისუფლებაში იყავით, იმიტომ ხდებოდა იმდენი უბედურება და ეს თქვენი აღშფოთება და მორალისტური პოზიცია ერთხელ მაინც რომ მომესმინა მე პირადად, როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს თავად კლავდა, მაშინ აღშფოთებულიყავით ასე. ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან და თითის ქნევისგან. თქვენ რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ და ამ საქმეზე რომ ხელის დაფარების განწყობა ვინმეს ჰქონოდა, ამ კომისიას არავინ არ შეგაქმნევინებდათ და არავინ არ მოგცემდათ ამ მანდატს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები