სოფო კილაძე: თავდაცვისა და შს სამინისტროების მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია

სოფო კილაძემ, ჟურნალისტებთან, პეტრე დევრიშაძის კუთვნილ კომპანიასთან ძალოვანი უწყებების თანამშრომლობაზე კომენტარი გააკეთა. დეპუტატის თქმით, სამინისტროების მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„მოგეხსენებათ, ტენდერის ფარგლებში აბსოლუტურად დაფარულია იურიდიული პირების შესახებ მონაცემები და მხოლოდ მას შემდეგ ხდება კონკრეტული იურიდიული პირების გამოვლენა, რაც შესაბამისი პროცედურები იქნება გატარებული. ამასთან, არ არსებობს კანონში ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს რაიმე ვალდებულებას ან შესაძლებლობას იმისა, რომ ამ იურიდიული პირების უკან მდგომი პიროვნებები იყვნენ მოძიებული და მათი წარსულის შესახებ მოაგროვონ ინფორმაცია. თუ ოპოზიციას ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილება სურს ამ მიმართულებით, მათ შეუძლიათ იფიქრონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. რაც შეეხება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, როგორც კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, მათი მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.”- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები