2 ივლისი
11: 00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ექსპერტი სამხედრო საკითხებში – ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 555 40 00 55
12:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი – ხათუნა გოგალაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ტექდათვალიერება, სტრუქტურული და სამთავრობო ცვლილებები.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 555 40 00 55
15:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ძველ N7 პენიტენციურ დაწესებულებას დახურავს. ღონისძიებას დაესწრებიან სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის. თბილისი, გულუას N10 (შინაგან საქმეთა სამინისტრო).
15:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ნინო ყანჩაველიძის მონაწილეობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვას დაასრულებს, თემაზე: GWP-ის უკანონო და დაუსაბუთებელი ჯარიმები საზოგადოების ინტერესებს არ პასუხობს.
მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კვ.მ, #6, დარბაზი #33, სართ. 6
საკონტაქტო: 599 291202
11:00 საათზე, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B410)
12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
10:00 საათი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება ღონისძიებას, სადაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ოფიციალურად წარადგენს პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივა”. ღონისძიების მიზანია, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები გაეცნონ აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებსა და აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგად გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებზე.