„სამხრეთ ოსეთი“ “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” საპასუხოდ, „სასანქციო სიას“ ამზადებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „პარლამენტის“ სპიკერმა, პეტრე გასიევმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თემაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ ასევე ამზადებს ანალოგიურ სასანქციო სიას საქართველოს წინააღმდეგ.
ე.წ. დეპუტატის თქმით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის „პარლამენტში“ უკვე დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი, რომელსაც პირობითად „გრიგორი სანაკოევის სია“, რომელშიც საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, იქნებიან შეყვანილი, რომლებიც მისი მტკიცებით, „სამხრეთ ოსეთში“ მომხდარ გენოციდში იღებდნენ მონაწილეობას.
გასიევის თქმით, სამხრეთ ოსეთში უკვე მიეჩვნიენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმედებებს. „მხარე, რომელმაც ორჯერ განახორციელა ოსი ხალხის გენოციდი, ამგვარ სიებს იღებს. ეს აბსოლუტურად მათი სტილია“, – აღნიშნა გასიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელიც 33 პირისგან შედგება.