მარგველაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვიოლმა პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, უკრაინის საკითხს შევეხო. საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უახლოეს პოლიტიკურ მიზანს, რომელიც სიტუაციის დარეგულირებისკენაა მიმართული. ეს არის 25 მაისის არჩევნები და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და უკრაინული სახელმწიფოს კონსოლიდაციის კიდევ ერთი ნაბიჯი გახდეს. საქართველო მხარს უჭერს ამ არჩევნებს და არ აღიარებს იმ რეფერენდუმებს, რომელიც ჩატარდა უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველო, როგორც 2008 წლის ანალოგიური პრობლემის მსხვერპლი, ხედავს იმას, რომ ეს პოლიტიკა არის პრივილეგირებული სფეროების პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ჩვენ პარტიორებთან ერთად ვეწინააღმდეგებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები