პრემიერი ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

„სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს“, – უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზე გაეცნო.
კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები; სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მილიონი ლარია, სექტემბერში დასრულდება.
პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალ სხვა ობიექტებზეც, მათ შორის მთავრისეულ ტაძარში, სასახლესთან არსებულ ბოტანიკურ დეკორატიულ ბაღში და მუზეუმში იმყოფებოდა, რომელიც დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე დაარსდა.
პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობითაც დაინტერესდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები