პროკურორი: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ზაზა სარალიძის სახელით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მივიღე

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ხორავას ქუჩის საქმის“ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, ზაზა სარალიძის სახელით, მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო.
„გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, იმ პროცესში ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა, აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე, კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მე მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. მინდა ცნობისთვის იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან, კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესდება, მე შემიძლია ვაჩვენო ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი ტექსტები, ოღონდ ეს იქნება იმდენად პირადი, რადგან შეურაცხმყოფელი შინაარსიც არის და დახურულ სხდომაზე შემიძლია წარმოვადგინო“ – განაცხადა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზვიად ფხაკაძემ. მოგვიანებით საქმის პროკურორმა დააკონკრეტა, რომ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მასთან ზაზა სარალიძის სახელით მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები