ქეთი დავლიანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

29 ივნისს, 20:00 საათზე,  „მაგთი კლუბში“,  თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ახალგაზრდა და ნიჭიერი წარმომადგენლის, ქეთი დავლიანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
საღამოს გააგრძელებს ლევან მასპინძელაშვილი და JAM STATION BAND.
დასწრება თავისუფალია.
ქეთევან დავლიანიძე 1976 წელს, თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მას ჰქონდა პერსონალური გამოფენები (ამერიკის საელჩო, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი, “ჰობი”…), მონაწილეობდა ჯგუფურ ექსპოზიციებში. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში, მაგალითად: მოსკოვში, ბარსელონაში, ბერლინში, დიუსელდორფში, ვაშინგტონში, ნიუ- იორკში, ატლანტაში…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები