ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, კერძოდ კი საკუთრების საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული აუქციონის სისტემის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება – ელექტრონული წესით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში.
მომსახურების სააგენტო უკვე 8 წელია წარმატებულად ახორციელებს ელექტრონული წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას უნივერსალური პორტალის eauction.ge-ს მეშვეობით.
„ელექტრონული აუქციონი უნიკალური პროექტია ამიერკავკასიაში და ყველაზე გამჭვირვალე და მოქნილი სისტემაა სახელმწიფო ქონების რეალიზაციისთვის. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული მოდელის ჩამოყალიბების პროცედურებს, პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებს, მიდგომებს და სამომავლო გეგმებს, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები და მონაწილეობდნენ მიმდინარე სამუშაო პროცესებში”, – განაცხადა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ძნელაძემ.
საკუთრების საკითხებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ელექტრონული წესით ახორციელებენ ქონების რეალიზაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი საკუთრების საკითხებში აქტიურად გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები