სოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან შეიარაღებულმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცები, სოფლის განაპირას მდებარე სალოცავში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები