რომის პაპმა დონალდ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკა სასტიკად დაგმო

 

რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები სასტიკად გააკრიტიკა, მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრანტი ოჯახების ერთმანეთისგან განცალკევების გამო. რომის პაპის განცხადებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული მიგრაციის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
მისივე თქმით, მცირეწლოვნების განცალკევება მშობლებისგან კათოლიკურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ამორალურია.
„ეს არ არის მარტივი სათქმელი, მაგრამ პოპულიზმი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“-აღნიშნა ფრანცისკე პირველმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ათასობით მიგრანტი ბავშვი, იძულების წესით დააშორეს მათ მშობლებს, მექსიკის საზღვართან. იძულებით დაცალკევებული ბავშვებისთვის ამერიკის მთავრობამ სპეციალური ბანაკი მოაწყო, სადაც 2 წლამდე ბავშვებიც კი იმყოფებიან. ხსენებულმა გადაწყვეტილებამ ტრამპის წინააღმდეგ უპრეცედენტო ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. შედეგად კი, მისი გადაწყვეტილებები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სახელმწიფომ და სასულიერო პირმა დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები