მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობას”: თქვენ მორიგ ჯერზე, ბინძურად იტყუებით

„თქვენმა ერთ-ერთმა ახლადგამოჩეკილმა ლიდერმა, ნიკანორ მელიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მამუკა ბახტაძემ არ შეუშვა აუდიტი თავის უწყებაში, როდესაც ის რკინიგზას ხელმძღვანელობდა. სასამართლოც ახსენა, რაღაც არსებული დავაც ახსენა, შეეცადა, რომ საზოგადოებას დარჩენოდა შთაბეჭდილება, და გამოეტანათ ისეთი დასკნა, რომ ამ უწყებაში ვერ შევიდა აუდიტის სამსახური“ – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას იმ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესვლას ეხებოდა.
მამუკა მდინარაძემ ნიკა მელია სიცრუეში დაადანაშაულა და წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ აუდიტის სამსახურს შემოწმებული ჰყავს საქართველოს რკინიგზა.

„ბატონო რომან, გუშინ, მე მოვიძიე შესაბამისი მასალები ბატონი ნიკანორის გამოსვლის შემდეგ და შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის 22 მარტი, – ეს არის რკინიგზასთან დაკავშირებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის. გამოდის, რომ თურმე შეუმოწმებიათ, და თქვენ მორიგ ჯერზე კიდევ ძალიან ბინძურად იტყუებით. გადაეცით ბატონ ნიკანორს, რომ შემოწმდა, თურმე შეუშვია, და თქვენ იტყუებით. სასამართლო დავა კიდევ სხვა თემაა და იმაზე კამათიც შეიძლება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები